მამუკა ხაზარაძე - არ გავჩერდებით, ვიდრე ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას არ მივაღწევთ

არ გავჩერდებით, ვიდრე ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას არ მივაღწევთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში განაცხადა, სადაც მისი კოალიციის წევრები მხარდაჭერებს შეხვდნენ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბათუმს „ქართულმა ოცნებამ“ ურბანული კატასტროფა მოუწყო, რაც სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ ერთი მიზეზია, პარტიის ქვეყნის მმართველობიდან ჩამოსაშორებლად.

"დღეს ბათუმში ვართ, ერთ დროს ჩვენს სავიზიტო ბარათად წოდებულ ქალაქში, რომელსაც რუსულმა ოცნებამ ურბანული კატასტროფა მოუწყო. მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ეს კიდევ ერთი მიზეზია, ქვეყნის მმართველობიდან არალეგიტიმური რუსული ხელისუფლების ჩამოსაშორებლად. ყველაფერი რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, განვიხილეთ დღეს, მზია ამაღლობელის მშობლიურ ბათუმში და შევთანხმდით, რომ მზიას და სხვა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა პლატფორმიდან, როგორც საერთაშორისო ტრიბუნიდან, ისე ქუჩიდან! არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას ამ ქვეყანაში!", - განაცხადა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი