ანდრეი ერმაკი - ბურთი მოსკოვის მოედანზეა, თუ კრემლი ნამდვილად დაინტერესებულია მშვიდობით, იცის, რა უნდა გააკეთოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაქტობრივად, უარი თქვა 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა, ეს უკრაინისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს უკრაინელებისთვის სიახლე არ არის. ჩვენ წლებია აგრესორთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვიცით, როგორ შეუძლიათ მათ დროის გაწელვა. უკრაინა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ ყველაზე მეტად ისწრაფვის და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ ყველა დონეზე. სწორედ ამიტომ, მუდმივად ხაზს ვუსვამთ: უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს საბაბს, დაგვადანაშაულოს სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, თუ რუსეთი ნამდვილად მზადაა მოლაპარაკებებისთვის, აუცილებელია მიიღოს აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების წინადადებები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ეს პოზიცია ნათლად არის ჩამოყალიბებული და ჩვენ ის არაერთხელ გამოვთქვით პარტნიორებთან კომუნიკაციისას. ვფიქრობ, თქვენ უკვე ნახეთ პრეზიდენტის ტვიტი. ასე მხოლოდ ძლიერი ლიდერები იქცევიან. დღეს ბურთი მოსკოვის მოედანზეა. თუ კრემლი ნამდვილად დაინტერესებულია მშვიდობით, იცის, რა უნდა გააკეთოს. უკრაინა მშვიდობის მომხრეა, მაგრამ არა მისი იმიტაციის“, - დასძინა ერმაკმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება