მარკო რუბიო დევიდ ლემის და ფრიდრიხ მერცს უკრაინაზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ტელეფონით ესაუბრა, რომლის დროსაც უკრაინის საკითხიც განიხილეს, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დევიდ ლემისთან მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია რუსეთ - უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტაა“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფრიდრიხ მერცმა და მარკო რუბიომ გერმანიის კანცლერის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში გამართული შეხვედრა და საერთო მიზანი - უკრაინაში ომის დასრულება განიხილეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს