დავით მათიკაშვილი - საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს ნიშნულზეა - ხდება შემოტევა იქ, რაც არის ჩვენი წარმატების გამორჩეული ნიშანი!

საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს ნიშნულზეა - ხდება შემოტევა იქ, რაც არის ჩვენი წარმატების გამორჩეული ნიშანი! - ამის შესახებ დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მათიკაშვილი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩის გარეტ უორდის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც გარეტ უორდმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებითა და ხელისუფლების მცდელობით, შეიზღუდოს თავისუფალი მედია და დაიხუროს სივრცე დებატებისთვის.

„ბრიტანეთის ელჩისგან ასეთი დამოკიდებულება ღიმილის მომგვრელია. ჩვენმა ქვეყანამ მედია საშუალებების მარეგულირებელ სივრცედ სწორედ ბრიტანული მოდელი - ე.წ. ბიბისი-ს მოდელი მიიღო.

საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს ნიშნულზეა - ხდება შემოტევა იქ, რაც არის ჩვენი წარმატების გამორჩეული ნიშანი.

ის, რომ კონკრეტული ტელეკომპანიების ბულინგზე ევროპული ქვეყნების ელჩები არც რეაგირებენ, ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაც ევროპის კონტინენტზეა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს