„ჰამასმა“ აშშ-სა და ისრაელის მოქალაქე ედან ალექსანდერი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ აშშ-ისრაელის მოქალაქე გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„ჰამასის“ განცხადებით, 21 წლის ედან ალექსანდერის გათავისუფლება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით კეთილი ნების გამოხატულებას წარმოადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ედანის გათავისუფლება „შესანიშნავი ამბავია და ის მალე მშობლებთან დაბრუნდება“.

ცნობისთვის, ედან ალექსანდერი ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც ამერიკის მოქალაქეობას ფლობს და ღაზაში ცოცხლად დარჩენილი უკანასკნელი ამერიკელი მძევალი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს