სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, - ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების მთავრობა ავრცელებს.

ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) დაადგინა, რომ 2014 წლის ივლისში „მალაიზიის ავიახაზების" რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და ამით რუსეთმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია დაარღვია.

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, ICAO-ს საბჭომ გადაწყვეტილება ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო და მომავალ კვირებში საბჭო რუსეთის მხრიდან კომპენსაციის ფორმას განსაზღვრავს.

„ეს გადაწყვეტილება სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ სახელმწიფოები საერთაშორისო სამართალს დაუსჯელად ვერ დაარღვევენ“, - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ 2022 წელს დაადგინა, რომ დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდება რუსული რაკეტით მოხდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს