მარია ზახაროვა - დასავლეთის ქვეყნები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, რათა კიევს  შესვენების საშუალება მისცენ

დასავლეთი 30-დღიან ზავს ითხოვს, რათა კიევს შესვენების საშუალება მისცეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„დღეს დასავლეთის ქვეყნები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, რათა კიევს სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და რუსეთთან დაპირისპირების გასაგრძელებლად შესვენების საშუალება მისცენ“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა შაბათს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთს მოუწოდეს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდეს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, 12 მაისიდან უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასიური ახალი სანქციებით დაემუქრნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, რომ თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებს დათანხმდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდება.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დაუდასტურებია მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი