ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს, ძალიან უცნაური დუმილია

ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა დიპლომატიას მხარს უჭერს და ის თურქეთში ჩასასვლელად მზად არის.

„რუსეთის მიერ დაბომბვები და თავდასხმები გრძელდება. მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია. ასეა თუ ისე, რუსეთს ამ ომის დასრულება მოუწევს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეხვედრის მასპინძლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ შეხვედრას მხარს სრულად უჭერს და ვისურვებდით, რომ მან თურქეთში ჩამოსვლისთვის შესაძლებლობა გამონახოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს