რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის - გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისა თურქეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

„აღნიშნა რა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების სურვილი უაღრესად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა პროცესის ყველა ეტაპზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სიამოვნებით უმასპინძლებს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს დასძინა, რომ ახლა გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს