ჰაკან ფიდანი მარკო რუბიოს, სერგეი ლავროვსა და ჟან-ნოელ ბაროს ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბრები გამართა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ორმხრივი საკითხები, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის სირია, ღაზა და უკრაინა განიხილეს.

მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რუსეთ-უკრაინის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე და 14-15 მაისს ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მდივან რუბიოს თურქეთში დაგეგმილი ვიზიტისთვის მზადება განიხილეს.

ჰაკან ფიდანი რუბიოს შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს ესაუბრა და ორივე მათგანთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულების მცდელობები განიხილა.

სერგეი ლავროვსა და ჰაკან ფიდანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ეხება 15 მაისს სტამბოლში უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს