გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს

გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დღეს დილით დაჯგუფების Königreich Deutschland-ის („გერმანიის სამეფო“) წევრების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა და მისი ლიდერი დააკავა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის განცხადებით, დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ მოძრაობა Reichsbürger-ის („რაიხის მოქალაქეები“) მთავარ ფრთას წარმოადგენს, მას დაახლოებით 6000 წევრი ჰყავს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

„დაჯგუფების წევრები ქვეყანაში კანონის უზენაესობას ძირს უთხრიან და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ანტისემიტურ შეთქმულების თეორიებს იყენებენ“, - აღნიშნა ალექსანდრ დობრინდტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს