მამუკა ხაზარაძე - ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს, მას მერე რაც ორბანმა არ გაუმართლა და ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა

ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს, მას მერე რაც ორბანმა არ გაუმართლა და ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.

მისი თქმით, თუ სადმეა „დიფ სთეითი”, „ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.

„ამერიკის „დიფ სთეითს” ებრძვის, თურმე, ბიძინა, რომელსაც ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია მიტაცებული აქვს, მოპარული აქვს არჩევნები და ქვეყანას კომუნისტური, მასიური კორუფციული სისტემით მართავს.

მალე დამთავრდება ეს მარაზმი ქვეყანაში, ვერ დაალაგეთ და ვერც დაალაგებთ ვერავისთან! ქვეყანა იზოლაციაში მოაქციეთ და განვითარების პერსპექტივა დაუკარგეთ.

ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს არის პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა!“ -წერს ხაზარაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი