მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 13-14 მაისს, ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტერიალის მონაწილეები იმსჯელებენ ევროპის საბჭოს როლზე ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის: ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, განათლების საკითხებზე.

მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე - პრემიერისა და საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ქსავიე ბეტელის მიწვევით, რომელიც მიეძღვნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივას „დემოკრატიის ახალი პაქტი ევროპისთვის“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე შეხვედრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს თავმჯდომარეობით იმართება.

მინისტერიალის დასრულების შემდგომ, ლუქსემბურგი მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას ოფიციალურად გადასცემს მალტას, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს