ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - რიჟვაძე-ჩიქოვანის ტანდემმა ბათუმს ყველაფერი აკადრა - მინდა ვუთხრა ჩიქოვანს და მის ჯგუფს, რომლებმაც ქალაქი გაძარცვეს: ყველა კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა

ბათუმის ყოფილმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმელებს კორუფციით, ნეპოტიზმითა და მავნებლობით დაამახსოვრა თავი, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ ჩიქოვანის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით ოპოზიციას შეკითხვები აქვს.

„ივანიშვილის მთავრობაში ყველაფერი ბუტაფორიული არის. სამარცხვინო იყო ჩიქოვანის მერობაც. ამ ქალაქს, ბათუმს ნამდვილად არ ეკადრებოდა ის, რაც აკადრა „ქართულმა ოცნებამ“. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა, უამრავი დეტალი დარჩა ღიად. ვერ მეტყვის ვერცერთი ბათუმელი, რომ ამ ადამიანმა რაიმე ღირებული შესძინა ქალაქს. თავისი კორუფციით, ასეთი ჩაკეტილი მერი, არ ახსოვს ბათუმს. არცერთ კითხვაზე არცერთ მოქალაქეს და არც საკრებულოს სხდომაზე პასუხს არ გვცემდნენ. თავისი საძმაკაცო, სამეგობროა თავმოყრილი მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სადაც ბევრი კითხვის ნიშნები ჩანს, ამ კითხვებს ვსვამდით. ბათუმელებს ახსოვთ ის დღეები, როცა ბათუმის ე.წ. მერს იცავდა სპეცრაზმი და მან პრაქტიკულად ბათუმის მერიაში პოლიციური რეჟიმი დაამყარა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ ადამიანმა რაიმეთი დაამახსოვრა ბათუმს თავი, მან დაამახსოვრა კორუფციით, ნეპოტიზმითა და მავნებლობით. მინდა ვუთხრა ჩიქოვანს და მის ჯგუფს, რომლებმაც გაძარცვეს ქალაქი: ჩვენ დოკუმენტურად გვაქვს შედგენილი, ყველა დეტალზე აგებთ პასუხს და ყველა კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. დამერწმუნეთ ყველგან მოგწვდებით, სადაც არ უნდა იყოთ. არ შეიძლება ამ მდგომარეობაში მიიყვანო ქალაქი, მათი მმართველობით კიდევ უფრო უბედური გახდა ბათუმი. ეს იყო რიჟვაძე-ჩიქოვანის ტანდემი, მათ ქალაქ ბათუმს ყველაფერი აკადრეს”,- აცხადებს რეზო ხარაზი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის