„საქართველოს ბანკისა“ და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ბიზნეს სესიები გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობას იწყებს. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი და აზროვნების აკადემია ბიზნეს სესიებს გამართავენ. შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები გაუძღვებიან. დასწრება ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ასევე დამწყები მეწარმეებისთვის თავისუფალი იქნება. ბიზნეს სესიები აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

პარტნიორობის ფარგლებში, ჯამში 6 სესია გაიმართება. ბიზნეს სესიები აუდიტორიას დაეხმარება, სწორად და სიღრმისეულად შეაფასონ იდეა, რომელსაც შემდგომში ბრენდად აქცევენ, აირჩიონ ოპტიმალური იურიდიული ფორმა, იპოვონ კონკურენტული უპირატესობა, მოიძიონ ფინანსები და რესურსები. შექნან საუკეთესო გუნდი, რომელიც ბიზნესის გაციფრულებაში, ოპერაციების ოპტიმიზაციასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება.

იხილეთ ბიზნეს სესიების განრიგი:

  • 14 მაისი, 20:00 — ბიზნესიდეის გენერირება, რეგისტრაცია და იურიდიული ფორმის შერჩევა (დავით მარკოზაშვილი);
  • 21 მაისი , 20:00 — ბაზრისკვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი (ვასკა ჩუბინიძე);
  • 28 მაისი, 20:00 — გუნდის შექმნა და მართვა (ნინო ოხანაშვილი);
  • 4 ივნისი , 20:00 — ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება (გიგა ფაიქიძე);
  • 11 ივნისი, 20:00 — ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია (მარიამ ბებიაშვილი);
  • 18 ივნისი, 20:00 — ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია (გიორგი ბერეჩიკიძე).

პირველ სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება