საბა ბუაძე - კობახიძის წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს

ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი - იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს, - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, საბა ბუაძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.

მისივე შეფასებით, კობახიძის მიერ გამოქვეყნებული საჯარო წერილი „არცერთ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს არ წარმოადგენს”.

„ეს წერილი არცერთ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს არ წარმოადგენს. საგარეო ურთიერთობების ნაწილში, ჩვენ ვნახეთ, „ქართლი ოცნების” მიღწევები, რაც არის. ეს არის ლევან დავითაშვილის ჩაფლავებული ვიზიტი და კიმბერლი ლოუს მიერ ელარჯის დეგუსტაცია.

ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთი მარცხისათვის შეაგუოს - „ქართული ოცნება” „MEGOBARI აქტით” განწირულია და ამავდროულად, შეაგუოს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც ისინი რუსეთის მიმართულებით აპირებენ.

შესაბამისად, ეს სრულად შიდა მოხმარების დოკუმენტია და გამოხატავს ძალიან სუსტ პოზიციას დასუსტებული რეჟიმის, რომელსაც ფაქტობრივად, არავინ საერთაშორისო ასპარეზზე და იმ დედაქალაქებში არ ელაპარაკება, რომელიც ტრადიციულად საქართველოს პარტნიორებს წარმოადგენენ”, - განაცხადა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს