ლევან მახაშვილი - გადავწყვიტეთ, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ იმ ბრალდებებს, რაზეც ე.წ. MEGOBARI აქტშია საუბარი, ესენია: დემოკრატიის ე.წ. უკუსვლა, ევროატლანტიკური კურსის ვითომ ცვლილება და გეოპოლიტიკურ აქტორებთან ურთიერთობები

ერთადერთი, რატომაც გადავწყვიტეთ, რომ „MEGOBARI აქტს" საქართველოს პარლამენტის სახელით ვუპასუხოთ ისაა, რომ ეს არის პირდაპირი გალაშქრება საქართველოს პარლამენტზე და ქვეყანაზე - ეს არის გააზრებული გადაწყვეტილება, რომ არგუმენტირებულად გავცეთ პასუხი თითოეულ იმ აბსურდულ ბრალდებას, რაც მოვისმინეთ ამ აქტში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „MEGOBARI აქტი“ არის ტყუილებით სავსე დოკუმენტი და ის არის მტრული აქტი საქართველოსადმი.

მახაშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ საპასუხო განცხადებაში საუბარი იქნება აბსოლუტურად იგივე ლოგიკით, რაც მოცემულია "MEGOBARI აქტში". კერძოდ, მისი თქმით, საუბარია სამ ასპექტზე: "დემოკრატიის ე.წ. უკუსვლაზე, ევროატლანტიკური კურსის ვითომ ცვლილებასა და გეოპოლიტიკურ აქტორებთან საქართველოს ურთიერთობებზე".

„ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ე.წ. MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს ინტერესებს, ასევე, ჩვენი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ინტერესებსაც. ჩვენ გადავწყვიტეთ, რასაც გააკეთებდა ყველა ქვეყანა, თუ პარლამენტი, რომელსაც ელემენტარული ღირსება მაინც გააჩნია, რომ სათანადოდ, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ თითოეულ იმ ბრალდებას, რომელზეც არის საუბარი ამ ე.წ. MEGOBARI აქტში. საუბარი იქნება აბსოლუტურად იგივე ლოგიკით, რაზეც არის საუბარი ამ აქტში. ესენი იყო: დემოკრატიის უკვე ე.წ. უკუსვლა, ევროატლანტიკური კურსის ვითომ ცვლილება და გეოპოლიტიკურ აქტორებთან საქართველოს ურთიერთობები. ამ სამივე თემატიკასთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არგუმენტირებულად დავუბრუნოთ პასუხი მათაც და ყველას, ვისაც აინტერესებს საქართველოში არსებული მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს აქტი უბრალოდ ზოგიერთი კონგრესმენის განცხადება კი არ არის, ამ აქტით ასევე ბევრი შეჰყავთ შეცდომაში. ჩვენ ეს არა ერთხელ ვნახეთ, როდესაც ამ დოკუმენტს იყენებენ სხვა პოლიტიკოსების, სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკების შეცდომაში შესაყვანად და ამას ასაღებენ როგორც რეალობად. ვინაიდან ეს ტყუილი ასე ფართოდ მოედო, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მათ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“, - განაცხადა მახაშვილმა.

კითხვაზე, არგუმენტების წარმოდგენა დაიცავს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებისგან, მახაშვილი პასუხობს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტს სანქციების დაწესება უნდა, ეს აქტი საჭირო არაა.

„სანქციების მოლოდინი არც ამ აქტით და არც ამ აქტის გარეშე ჩვენ არ გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თუ უნდა სანქციების დაწესება, არც ეს აქტია საჭირო. ამ აქტის არარსებობა არაფერს არც ახალისებს და არც აფერხებს. ჩვენი

ერთადერთი მიზანი არის ის, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ არა მხოლოდ იმ ამერიკელ კონგრესმენებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს, არამედ ყველას, ვინც შეიძლება შეცდომაში შეიყვანეს და დააბნიეს ამ მტრული აქტით“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს.

განცხადების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატორია პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის “ქართული ოცნებისა“ და ასევე, პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები.

განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. მისი განხილვა კი სესიაზე ხვალ შედგება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს. განცხადების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატორია პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის “ქართული ოცნებისა“ და ასევე, პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები. განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. მისი განხილვა კი სესიაზე ხვალ შედგება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა