„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რა ჩაიწერება საქართველოს პარლამენტის იმ სპეციალურ განცხადებაში, რომლის მიღებაც აშშ-ს წარმომადგენლობათა პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ იგეგმება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი განმარტავს, რა ჩაიწერება საქართველოს პარლამენტის იმ სპეციალურ განცხადებაში, რომლის მიღებაც აშშ-ს წარმომადგენლობათა პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ იგეგმება.

როგორც წილოსანი აცხადებს, პარლამენტის განცხადებაში იმის საწინააღმდეგო ფაქტები იქნება მოყვანილი, რაზეც „MEGOBAR აქტშია“ საუბარი, კერძოდ კი, „ფაქტები იმისა, თუ რამდენად მაღალ დონეზეა საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, სამართლის უზენაესობა, სასამართლო რეფორმის საუკეთესოდ წარმართვა და ა.შ“.

მისი თქმით, პარლამენტის განცხადებაში საუბარია „MEGOBARI აქტის“ პირობებში მოყვანილ ყველა უსამართლო კრიტიკაზე.

„საქართველოსთან მიმართებით უსამართლო ნაბიჯების საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტი გააკეთებს განცხადებას, რომელიც მიემართება იმ ირონიულად წოდებულ ე.წ. „MEGOBAR აქტს“, რომელიც ყველანაირად მტრული განწყობის არის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ამ განცხადებაში, რომელიც პარლამენტში ბიუროზე უკვე განვიხილეთ და შემდგომში კენჭს ვუყრით, საუბარი არის ე.წ. „MEGOBARI აქტის" პირობებში მოყვანილ ყველა იმ უსამართლო კრიტიკაზე, რომელიც არც ფაქტებით, არც კონკრეტული პროცესებით არ არის განმტკიცებული. პირიქით, ჩვენს განცხადებაში, ჩვენ საწინააღმდეგო ფაქტები მოგვყავს. ფაქტები იმისა, თუ რამდენად მაღალ დონეზეა საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, სამართლის უზენაესობა, სასამართლო რეფორმის საუკეთესოდ წარმართვა და ა.შ. ამავდროულად საუბარია იმაზე, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ეს ხელისუფლება და რომ ყველა რადიკალური ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში გადატრიალებას ემსახურება დამარცხებულია და მომავალშიც სწორედ ასეთი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს. განცხადების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატორია პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის „ქართული ოცნებისა“ და ასევე, პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები. განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. მისი განხილვა კი სესიაზე ხვალ შედგება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს