ალექსანდრ ვუჩიჩი - ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს - ევროკავშირში ატმოსფერო არც ისე კარგია და დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვში ვიზიტის გამოა, მაგრამ მჯერა, რომ ევროპა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს გაგებით მოეკიდება

ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ევროკავშირში ატმოსფერო არც ისე კარგია. დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვში ვიზიტის გამოა, მაგრამ მჯერა, რომ ევროპა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს გაგებით მოეკიდება“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას თქმით, მოხარულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სერბეთის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„რაც უნდა გაკეთდეს, ეს მედიის თავისუფლება, კორუფციის აღმოფხვრა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაა. ჩვენი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ ელემენტს რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის მკაფიო დაგმობა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის მხარდაჭერა წარმოადგენს“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში ჩავიდა და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება