საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ღია კარის დღეების ფორმატში, აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორ-მასწავლებლები აბიტურიენტებთან და საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან ღია კარის ფორმატში შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა, სამი დღის განმავლობაში, თბილისის #10 საჯარო სკოლის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, IT ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა მსოფლიოში, შესაბამისად, ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება მზარდია. მისი თქმით, შეხვედრების მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა და STEM და IT მიმართულების პროგრამები, როგორიცაა: ინფორმატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინჟინერია, მათემატიკა და საინჟინრო ფიზიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ახალგაზრდა თაობა ამ აქტუალური პროფესიებით დააინტერესოს.

„ღია კარის ფორმატში რეგულარულად ვხვდებით როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს. ჩვენი მიზანია, სამიზნე ჯგუფებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, გავაცნოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ფაკულტეტის შესაძლებლობები, სასწავლო ინფრასტრუქტურა, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ ჩამოუვარდება ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას.

სამი დღის მანძილზე, თბილისის #10 საჯარო სკოლისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრი, მიიღეს დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმების, ასევე, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შესახებ. რაც მთავარია, ახალგაზრდებს ვესაუბრეთ კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და იმ ბენეფიტებზე, რასაც პროგრამების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები მიიღებენ.

საგულისხმოა, რომ ღია კარის ფორმატის შეხვედრები ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამების პოპულარიზაციის პროცესში ჩვენი სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს, ჩვენთან ერთად უმასპინძლეს სტუდენტებმა: მირიან შამათავამ, მარიამ ქავთარაძემ, ანა ტვილდიანმა და ამანდა კვაშილავამ, ასევე, დოქტორანტებმა - მირანდა ღვალაძემ და მარიკა მოდებაძემ.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდა თაობები STEM და IT მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებით, რაც, უდავოდ, ძალიან პერსპექტიული და ყველა დარგისთვის საჭირო სპეციალობებია“, - ამბობს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ღია კარის დღეების ფორმატში, ყოველკვირეულად, თბილისისა და რეგიონების რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია