ნიკა გვარამია - ქვეყანას მართავენ გიჟები - ეს ხალხი უნდა წავიდეს, ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გზით

მე დღეს ვნახე ფსევდო პრემიერის, არალეგიტიმური პრემიერის პასუხი და ეს არის აბსოლუტური სიგიჟე, ქვეყანას მართავენ გიჟები, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომელშიც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსს მიმართავს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება შეძლოს.

„ქვეყანას ეს ხალხი საფრთხეს უქმნის. ეს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მიწერილი კი არ არის, ეს არის პოზიცია მთელი ცივილიზებული დასავლეთის მიმართ. ეს ხალხი უნდა წავიდეს, უნდა წავიდეს ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი სამშობლო ვერ გადარჩება.

„MEGOBARI აქტი“ გვეუბნება მარტივ რამეს იმას, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უთხრა დავითაშვილს, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერია, „თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ“. ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრები გარეთ. სხვანაირად შეუძლებელია დასავლეთმა ის მიიღოს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს