ლაშა ტუღუში - კობახიძის წერილი აგრესიულია ამერიკის მიმართ - ეს არის დიპლომატიური დემარში?!

ირაკლი კობახიძის ღია წერილი არ არის საყვედური, ეს არის წერილი, რომელიც აგრესიულია ზოგადად ამერიკის მიმართ, - ასე აფასებს „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარე, ლაშა ტუღუში პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.

როგორც ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, წერილის შინაარსმა და ტონმა შეიძლება მძიმე შედეგები მოიტანოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში.

მისივე მოსაზრებით, „ასეთი ტიპის წერილი არ არის მიმართული სიტუაციის გაუმჯობესებისკენ“.

„ასეთი წერილის შემდეგ, ცხადია, რეაქცია პოზიტიური არ იქნება. ის "მესიჯები", რაც ამ წერილშია, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს ტრამპი მისი ოპონენტების მიმართ, არ მგონია პოზიტიურად იყოს აღქმული. ეს არ არის საყვედური, ეს არის წერილი, რომელიც აგრესიულია ზოგადად ამერიკის მიმართ.

რა დროს ასეთი გამომწვევი წერილის დროა, რა დროს ასეთი რიტორიკაა და ბრალდებები, თან რომელი ქვეყანა, რომელ ქვეყანას უყენებს ბრალს?! ახლა ეს არის დიპლომატიური დემარში და სვლა?! ამას ისეთი რისკები აქვს, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელი იყოს ისტორიის ამ პერიოდისთვის.

ვინ იფიქრა ამ წერილზე? შედეგზე დაფიქრდა ეს ხალხი? ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ნაბიჯმა შეიძლება მძიმე შედეგები მოიტანოს ჩვენს ურთიერთობებში“, - განაცხადა ტუღუშმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება