დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამენ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრების შემდეგ მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნა “მათ [სირიას] სიდიადისთვის შანსს მისცემს”.

“სირია - მათ ბევრი წლის განმავლობაში ჰქონდათ აბსურდის, ომის, მკვლელობების საკუთარი წილი. სწორედ ამიტომ ჩემმა ადმინისტრაციამ პირველად ათწლეულზე მეტის განმავლობაში უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები შეერთებულ შტატებსა და სირიას შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენისკენ”, - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო “მოგვიანებით ამ კვირას” თურქეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

“სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისდა მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან - ნამდვილად მნიშვნელოვან - ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ. ასე რომ, მე ვამბობ "წარმატებები, სირია". რამე ნამდვილად განსაკუთრებული გვაჩვენეთ”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა “იმედია წარმატებას მიაღწევს მშვიდობის შენარჩუნებისთვის ქვეყნის სტაბილიზაციაში”.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი