ემანუელ მაკრონი - ჩვენი განზრახვაა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუ ის ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე უარს იტყვის, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის და ზოგადად ევროპული სახელმწიფოების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა „ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე იმისთვის, რომ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილონ“.

„ჩვენი განზრახვაა, უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოები კოორდინაციას უწევენ თავიან სასანქციო ზომებს.

შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ახალი სანქციებით დაემუქრნენ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდებოდა. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროპელი ლიდერები მზად არიან, ახალ სანქციებზე გადასვლამდე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების თურქეთში შესაძლო შეხვედრას დაელოდონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს