აშშ-მა და საუდის არაბეთმა 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტზე შეთანხმება გააფორმეს

შეერთებული შტატები საუდის არაბეთისთვის 142 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვას დათანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ვიზიტის დროს, თავდაცვის თანამშრომლობის სფეროში ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა, რაც ვაშინგტონს ოდესმე დაუდია.

„დღეს ხელმოწერილი პაკეტი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყველაზე დიდი შეთანხმებაა, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ჩვენი ერთგულების ნათელი დემონსტრირებაა“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმება მოიცავს გარიგებებს ათზე მეტ ამერიკულ თავდაცვის კომპანიასთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური სივრცის განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება და კომუნიკაციები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი