ემანუელ მაკრონი - უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება არ გვინდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს არ სურს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ უკრაინას თავის დაცვაში დაეხმარება, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება. ომი უნდა შეწყდეს და უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად საუკეთესო მდგომარეობაში უნდა იყოს“, - აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, სხვა ევროპულ ქვეყნებთან დაიწყოს მოლაპარაკებები ბირთვული იარაღით აღჭურვილი ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავების მათ ტერიტორიაზე განლაგების შესახებ, როგორც ამას შეერთებული შტატები აკეთებს.

„ამერიკელებს თვითმფრინავები ჰყავთ ბელგიაში, გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში. მზად ვართ ამ დისკუსიის დასაწყებად. ჩარჩოს ძალიან კონკრეტულად განვსაზღვრავ მომდევნო კვირებსა და თვეებში“, - განაცხადა მაკრონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს