ვაშინგტონში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციამ ვიზიტის მეორე დღეს სენატში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

„პარტიის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს სენატორ თომ ტილისის, სენატორ ტედ ბადის ოფისებთან და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტთან. ორმხრივი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იყო „MEGOBARI აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში მიღება და მისი მომდევნო ეტაპი სენატში. ენმ-ის დელეგაციამ მოუწოდა სენატორებს, რომ დაჩქარებული რეჟიმით განიხილონ და დაამტკიცონ აღნიშნული კანონი, რომელიც საქართველოს მოსახლეობისადმი ამ კრიტიკულ დროს ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას გამოხატავს. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „MEGOBARI აქტის“ სენატში სწრაფად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, აშშ დემოკრატიისთვის ბრძოლაში საქართველოს გვერდით დგას. დელეგაციის წევრებმა სენატის ლიდერებს საქართველოს მოსანახულებლად მოწვევა გადასცეს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს კავშირებს აშშ-ს და ქართველ ხალხს შორის და იქნება სოლიდარობის გამოხატულება ხალხის მიმართ, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დასაცავად იბრძვიან. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მკაფიო და ერთიანი ხმა. ვიზიტი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს დამატებით შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან, ამერიკის ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს