„ნიკორა ჯგუფი“ ახალგაზრდა თაობის განათლებაზე ზრუნვას აგრძელებს: კომპანია კიდევ 4 სკოლას პერსონალურ კომპიუტერებსა და საჭირო ინვენტარს გადასცემს

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ნიკორა ჯგუფი“ განათლების ხელშეწყობასა და მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს. მაისის თვეში კომპანია საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ოთხ რეგიონულ სკოლას ესტუმრება და საჭირო ნივთებით დაეხმარება.

ინიციატივის ფარგლებში, სკოლებს პერსონალური კომპიუტერები და სკოლის ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა გადაეცემათ. ასევე, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით, თითოეულ მოსწავლეს დაურიგდება ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები.

მიმდინარე ეტაპზე დახმარება შემდეგი სკოლებისთვის განხორციელდება:

  • სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლა;
  • სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის საჯარო სკოლა;
  • სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის N2 საჯარო სკოლა;
  • სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლა.

როგორც „ნიკორა ჯგუფში“ განმარტავენ, სკოლების შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან იღებენ. ამის შემდეგ „ნიკორა ჯგუფი“ თავად საზღვრავს, რა ტიპის დახმარება გაუწიოს თითოეულ სკოლას. პროექტი უკვე წლებია ხორციელდება და ერთგვარ ტრადიციადაც იქცა.

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა სრულ თანხვედრაშია „ნიკორა ჯგუფის“ ღირებულებებთან - სოციალური პასუხისმგებლობა, განათლების მხარდაჭერა, მომავალ თაობაზე ზრუნვა, რაც კომპანიის განვითარების განუყოფელი ნაწილია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება