ლევან ცუცქირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე, ეს აჩვენებს, რომ რეალურად ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიების და ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოდიან

„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციაზე უკვე რამდენჯერმე უარი განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებას” ახალი პოლიტიკური პარტიების ეშინია.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი “თავისუფლების მოედნის” რეგისტრაციაზე. ეს აჩვენებს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” რეალურად ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების და იმ ახალი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოდიან.

ჩვენ არ ვეკუთვნით და არ ვართ დაკავშირებული არცერთ სახელისუფლებო გუნდთან. ჩვენ სუფთა წარსულით მოვდივართ და გვინდა ამ ქვეყანაში შეიცვალოს არამხოლოდ ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, არამედ ასევე ის, თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა, როგორ კეთდება პოლიტიკა.

მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს და თანამოაზრეებს, ჩვენ უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ ახალ ყრილობას და ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ჩვენს რეგისტრაციაზე „ქართული ოცნება“ უარს იტყვის, ჩავატარებთ კიდევ უფრო უკეთეს და მრავალრიცხოვან ყრილობას.

ასევე, ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ამიტომ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ამ ქვეყანაში იხილონ რეალურად ახალი პოლიტიკა, ახლებური პოლიტიკა და ახალი მცოდნე ადამიანები პოლიტიკური ცხოვრების სათავეში, უახლოეს პერიოდში ჩვენ გავავრცელებთ სარეგისტრაციო ბმულს და მოგიწოდებთ ყველანი დარეგისტრირდეთ ჩვენი პარტიის მომავალი ყრილობის დელეგატებად“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს