პაველ ჰერჩინსკი - უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც - მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები

უკრაინა განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიას და ის თავს იცავს. საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან. საქართველოს 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.

ელჩის თქმით, რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ამიტომაც ევროპის ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა მოხდეს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.

„ჩვენ, როგორც ევროკავშირი და ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რუსეთის სამიზნეები ვართ. რაც ჩვენ ვისწავლეთ არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთს. რომ რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომელიც სამეზობლოს წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთის მავნე ქმედებებს, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიას, ასევე სამეზობლოში ყველას წინააღმდეგ სხვა ჰიბრიდულ საქმიანობას, სჭირდება სათანადო პასუხი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი