ისრაელმა იემენის პორტებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელმა იემენის პორტებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა იემენის მოსახლეობას რას ისას, ჰოდეიდასა და სალიფის პორტების დატოვებისკენ მოუწოდა.

„აღნიშნულ პორტებს „ჰუსიტების“ ტერორისტული რეჟიმი ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებს, ამიტომ მოსახლეობას პორტების დატოვებისკენ მოვუწოდებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დღეს დილით „ჰუსიტების“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა გაანადგურეს.

„ჰუსიტების“ განცხადებით, რაკეტის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს