დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა

დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას განუცხადა, რომ „მას თავის ქვეყანაში ისტორიული საქმის გაკეთების შესაძლებლობა აქვს“.

„დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს მოუწოდა: ისრაელთან აბრაამის შეთანხმებას შეუერთდეს; ყველა უცხოელ ტერორისტს უთხრას, რომ სირია დატოვონ; გააძევოს პალესტინელი ტერორისტები; დაეხმაროს აშშ-ს, რომ ISIS-ის აღდგენა არ დაუშვას და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ISIS-ის დაკავების ცენტრებზე პასუხისმგებლობა აიღოს“, - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებაში.

ამასთან, სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ამერიკული კომპანიები სირიაში ნავთობისა და გაზის მრეწველობაში ინვესტიციების ჩასადებად მიიწვია.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საუდის არაბეთის პრინც მოჰამენ ბინ სალმანსა და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შორის გამართულ შეხვედრაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მონაწილეობა სატელეფონო ზარის მეშვეობით მიიღო.

შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი