პოლიციელი ივანე კაპანაძე - აქციაზე მარცხენა ხელის არეში მომხვდა ნივთი, დამეწყო ძლიერი სისხლდენა, გადამიყვანეს კლინიკაში, სადაც ქირურგიული ჩარევა დამჭირდა, კლინიკაში 3 დღე დავყავი

მარცხენა ხელის არეში მომხვდა ნივთი, დამეწყო ძლიერი სისხლდენა, გადამიყვანეს კლინიკაში, სადაც ქირურგიული ჩარევა დამჭირდა, კლინიკაში 3 დღე დავყავი, - ამის შესახებ დაზარალებულმა პოლიციელმა ივანე კაპანაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეზე ჩვენებას აძლევს.

პოლიციელმა ისაუბრა თუ რა ვითარება იყო 28 ნოემბერს, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და როგორ მიიღო მან სხეულის დაზიანება. თუმცა, კაპანაძეს არ შეუძლია თქვას, თუ ვისი ქმედების მხრიდან მიიღო მან დაზიანება.

„ვითარება თავიდან მშვიდობიანი იყო, თუმცა, აქციის მონაწილეები მოულოდნელად გახდნენ აგრესიულები. ქვა, ბოთლები, ქვის ნაჭრები, ფოიერვერკები, საღებავიანი ბოთლები წვიმასავით მოდიოდა. ქუჩა, სადაც ჩვენ ვიდექით, ამ ნივთებით აივსო.

ქვების სროლის ტრაექტორიას ვხედავდი, ვცდილობდი მის არიდებას, თუმცა, ქვის ნამტვრევი მომხვდა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა ჰკითხა, შეუძლია თუ არა მის მიმართ განხორციელებული ქმედების ჩამდენი ამოიცნოს, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„უშუალო იდენტიფიცირება და ამოცნობა არ შემიძლია“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია