პაატა მანჯგალაძე - ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს

ქართული–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი თავისუფლების ფარია, ამიტომაც ცდილობენ მტრები მის დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლებენ! - რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო აზიანებენ საკუთარ თავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.

„ამ მეგობრობას დღეს ინარჩუნებს ქართველი ხალხი და არა ბოროტი მაჯლაჯუნები, ვინც ქვეყანას რუსულ ჭაობში მიათრევს!

ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობა, ეს არის ჩვენი თავისუფალი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მომავლის გეგმა.

ქართული–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი თავისუფლების ფარია, ამიტომაც ცდილობენ მტრები მის დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლებენ! რადგან რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო აზიანებენ საკუთარ თავს.

ამის მკაფიო მაგალითია „MEGOBARI აქტი“, რომელიც ამბობს: სანქციები ივანიშვილს და მის დაჯგუფებას – მეტი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველ ხალხს!"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს