„სელფი მობაილი“ 4GB ფესტივალის სპონსორია

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. მომხმარებელს ემსახურება, 4GB ფესტივალის სპონსორია. ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 4GB - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც 2011 წლიდან იმართება, წლების განმავლობაში, რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. წელს ფესტივალი კი განსხვავებულ ფორმატში გაიმართება - 16 მაისს რადიოქალაქში დაგეგმილია ერთდღიანი ღონისძიება, სადაც მაიკლ მაიერი დაუკრავს.

„აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ფესტივალის ბილეთის მფლობელები, ბილეთის წარდგენის შემთხვევაში, წლევანდელ და მომავალი წლის ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრებიან.

„სელფი მობაილი“ მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან კავშირის, ლაპარაკისა და ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს. მუსიკა კი უნივერსალური ენაა. ფესტივალზე მოეწყობა სელფის ბრენდირებული სივრცე, როგორც თავისუფალი კომუნიკაციისა და ადამიანური ურთიერთობების სიმბოლო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება