ევროკომისიამ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში COVID-19-ის ვაქცინების კონტრაქტებთან დაკავშირებული საქმე წააგო

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გააუქმა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გამოცემა The New York Times-ს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კონტრაქტებთან დაკავშირებულ მიმოწერაზე წვდომა არ მიეცა, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიამ არ წარმოადგინა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება მოთხოვნილი დოკუმენტების არქონის გასამართლებლად. სასამართლოს განცხადებით, კომისიას არ შეუძლია უბრალოდ განაცხადოს, რომ მას არ აქვს მოთხოვნილი დოკუმენტები და უნდა წარმოადგინოს სარწმუნო ახსნა-განმარტებები, რომელიც როგორც საზოგადოებას, ასევე სასამართლოს საშუალებას მისცემს გაიგონ, თუ რატომ არ შეიძლება ამ დოკუმენტების მოძიება.

ამასთან, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ The New York Times-მა წარმოადგინა შესაბამისი და თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის COVID-19 ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით ტექსტური შეტყობინებების არსებობაზე. კომისიამ კი სათანადოდ ვერ დააზუსტა, წაიშალა თუ არა მოთხოვნილი ტექსტური შეტყობინებები და, თუ წაიშალა, ეს განზრახ მოხდა, თუ ავტომატურად.

გამოცემამ შეტყობინებების არსებობა 2021 წელს, ბურლასთან ინტერვიუების დროს აღმოაჩინა, თუმცა მათზე წვდომის მოთხოვნისას დაბრკოლებებს წააწყდა. კერძოდ, კომისიამ განაცხადა, რომ ტექსტების მიწოდება არ შეეძლო.

შეტყობინებების მოპოვების არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, The New York Times-მა 2023 წლის იანვარს საქმე ევროპის სასამართლოს წარუდგინა.

ევროკომისიამ სასამართლოს დადგენილებაზე საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ახლა დეტალურად შეისწავლიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ ნაბიჯებს გადადგამენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს