პარლამენტი - დასანანია, რომ კონგრესმა, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად იყო ცნობილი, 2025 წლის 5 მაისს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში მძიმედ შელახა

დასანანია, რომ კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა - ჯორჯ ვაშინგტონმა, ტომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა, ჯეიმზ მადისონმა და სხვებმა ჩაუყარეს საფუძველი და რომელიც ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად იყო ცნობილი, 2025 წლის 5 მაისს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში მძიმედ შელახა, - ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის განცხადების პროექტში, რომლის მიღებას სახელისუფლო უმრავლესობა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის “MEGOBARI აქტის“ პასუხად გეგმავს.

პროექტში საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია “დიპ სტეიტს“ წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული, დაიბრუნებს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს.

“უკვე დიდი ხანია, ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ქვეყნის წინააღმდეგ 6 მტრული რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ, ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი.

საქართველოს პარლამენტის შეფასებით, ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს − “დიპ სტეიტმა“ საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა “დიპ სტეიტის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე“, - ნათქვამია პარლამენტის განცხადების პროექტში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს