მამუკა ხაზარაძე - ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი! - არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?!

ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი! - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება“.

„როგორი უღირსი უნდა იყო, რომ ქართველს საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად მხარი არ დაუჭირო… ეს იგივეა, მსოფლიო სცენაზე ჩვენ წარმატებულ მომღერლებს, საერთაშორისო მოედნებზე ფეხბურთელებს ტაში არ დაუკრა და მხარდაჭერა არ გამოუცხადო. ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი!

არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?!

საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება!“, - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თავდაპირველად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.

სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს