მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან ვხედავთ, რომ არ იშურებენ ძალისხმევას, რათა ევროკავშირში ინტეგრაცია და ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად

საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში, ამ ურთიერთობებს კი ორივე მხრიდან სჭირდება გაფრთხილება.

„ევროინტეგრაცია არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი, ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზედაც დგას დღევანდელი, თანამედროვე ევროპა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია და ის ცრუ ნარატივები, რომლებსაც თავად ქმნიან და შემდგომ, თავად ატრიალებენ საქართველოს წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში კარგად ჩანს და კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რომ არაფრის მომცემია, არის უბრალოდ ტყუილზე აგებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არაერთხელ დაუდასტურებია მისი ერთგულება იმ პრინციპებისა და ფასეულობებისადმი, რაზეც დგას თანამედროვე ევროპა და არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება. ამ ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენ ვერ გავუფრთხილდებით, მეორე მხრიდანაც სჭირდება, ვნახოთ იგივე დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხშირად, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ორმაგი სტანდარტებით აფასებენ.

“სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა აქტორების მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო აზრების ცირკულირება და სხვადასხვა მოვლენების ორმაგი სტანდარტებით შეფასება. პარტიების აკრძალვა უცხო არ არის არცერთი ევროპული ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, პარტიების აკრძალვისას სხვადასხვა ქვეყნები ამბობენ, რომ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ეს არის მათთვის გამართლება. როდესაც ჩვენ გვაქვს სამართლიანი საფუძვლები, ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოშიც უნდა იყოს აღნიშნული პრაქტიკა გამოყენებული, ვხედავთ, რომ ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ საკითხის გამოყენება ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის ჯანსაღი აზრი, რომელიც ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არც დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო შეზღუდვის საკითხზე იყო ერთსულოვნება, არც ეს საკითხი მიღებულა ევროკავშირის წევრების მხრიდან ერთხმად იმიტომ, რომ ცხადია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის მოსაზრებები, ჯანსაღი აზრი, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით. სიმართლეს ყოველთვის აქვს თავისი გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმართლე ყოველთვის იპოვის თავის გზას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ინსტიტუტებს შორის. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის