აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

”სხდომაზე, პირველ საკითხად, 2025 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს, რომელიც დევნილთა სოციალური მხარდაჭერის და ინფრასტრუქტურული პროექტების გასაძლიერებლად, ასევე არსებული რესურსების ოპტიმიზაციისა და პრიორიტეტული მიმართულებების დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

მთავრობის წევრებმა იმსჯელეს დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელების შესახებ, რაც დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საჭიროებებზე დროულ რეაგირებას შეუწყობს ხელს.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დასრულდა მთავრობის წარმომადგენლობების აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაქვემდებარებაში გადმოსვლის პროცესი, რომლის მიზანს სამინისტროების პროგრამების შესახებ აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენს. აღნიშნული პროცესის მონიტორინგს და წარმომადგენლობების მუშაობის ეფექტიანობას შესწავლას აფხაზეთის მთავრობის აპარატი განახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება