მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა და საქართველოში მოიწვია

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულტურის მინისტრს, ზაბინე მონაუნის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში.

ასევე, პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაფართოების დიდ პოტენციალზე სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინის ვიცე - პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის მაღალი დონის დღის წესრიგში არსებობის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგა მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს