ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა - როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს

ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ მხარესთან გულწრფელები უნდა იყვნენ და უთხრან, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ - ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან.

“ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს. და ეს რთულია, ვინაიდან საქმე ეხება ჟურნალისტებს, ხალხს, უმცირესობებს - იმ ყველაფერს, რასაც თვეები და წლებია ამბობდნენ, რომ ევროპასთან დაახლოება სურთ.. და იმ დღეს, როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს. ასე რომ, ეს რთულია.

მათთან გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვუთხრათ, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ - ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან, ვიდრე ეს გასულ წელს იყო”, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს