ესტონეთი აცხადებს, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავი მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსული “სუ-25” ფინეთის ყურეში იუმინდას ნახევარკუნძულთან შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, სადაც ერთ წუთზე ნაკლები გაატარა.

ისინი აღნიშნავენ, რომ ფრენის გეგმა არ იყო შედგენილი, თვითმფრინავის გადამცემი მოწყობილობა გათიშული იყო და პილოტს ესტონეთის საჰაერო მოძრაობის კონტროლთან ორმხრივი კომუნიკაცია არ ჰქონდა.

პორტუგალიის საჰაერო ძალების F-16 თვითმფრინავებმა, რომლებიც ესტონეთში ნატოს მისიის ფარგლებში იმყოფებიან, დაზვერვითი ფრენა ჩაატარეს.

ინციდენტის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და დიპლომატიური ნოტა გადასცა.

“ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო ინციდენტია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია”, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ესტონეთის წლის ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნის - Exercise Hedgehog-ის - პარალელურად მოხდა, რომელშიც ესტონეთიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან 16,000 სამხედრო იღებს მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს