მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის ჩართულობით მიმდინარეობს მტკვრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება.

"ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

დამატებით, გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან", - აღინიშნება ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს