მაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიიარტოს შეხვდა

ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის და შავი ზღვის დაკავშირებადობის ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობა, რომელიც ბუდაპეშტში 11-12 ივნისს გაიმართება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა. ამ პროცესის ხელშესაწყობად, გამოითქვა მზადყოფნა უნგრეთთან როგორც პოლიტიკურ, ისე ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეები კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობის განმტკიცებაზე შეთანხმდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს