ანდრეი სიბიგა ანკარაში მარკო რუბიოს და ლინდსი გრეჰემს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სენატორ ლინდსი გრეჰემს ანკარაში შეხვდა, რათა სამშვიდობო ძალისხმევა განეხილათ და ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციები შეეთანხმებინათ.

ინფორმაციას სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ანტალიაში შევხვდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სენატორ ლინდსი გრეჰემს, რათა გამეზიარებინა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხედვა სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ და ამ კრიტიკულ კვირაში პოზიციების კოორდინაცია გაგვეწია“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, შეხვედრისას დეტალურად განიხილეს შემდგომი ნაბიჯების ლოგიკა და ერთმანეთს მიდგომები გაუზიარეს.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მტკიცე და თანმიმდევრული ერთგულება პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ და მადლობა გადავუხადე შეერთებულ შტატებს ჩართულობისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა კონსტრუქციული და ორმხრივად სასარგებლო გზით”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკრაინის კონსტრუქციული ნაბიჯების შესაბამისად იმოქმედოს.

„მას ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. მოსკოვმა უნდა გაიგოს, რომ მშვიდობის უარყოფას თავისი ფასი აქვს“, - წერს სიბიგა.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა. ანდრეი სიბიგა უკვე თურქეთში იმყოფება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან