CNN - დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ვიზიტს არ გეგმავს, - ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შესაძლოა, თურქეთში ჩასულიყო.

„არ ვიცი, ის [ვლადიმერ პუტინი] იქნება თუ არა იქ. ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია. არ ვიცი იქნება თუ არა ის იქ, თუ მეც არ ჩავალ. თუ ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ამის შესახებ [თურქეთში ვიზიტი] ვიფიქრებ, მაგრამ ხვალინდელი დღე სრულიად დაკავებული გვაქვს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს