მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა

ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მარკო ჯურიჩთან გამართა შეხვედრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

„კმაყოფილებით აღინიშნა მიმდინარე წლის ივნისში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნესკავშირებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

დადებითად შეფასდა სერბული მხარის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე, რაც ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას მოემსახურება.

ევროინტეგრაციის კონტექსტში, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა სერბეთის და დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს