გინდა სწავლა IT პროგრამაზე იტალიაში, ესპანეთში ან გერმანიაში?

თუ საინფორმაციო ტექნოლოგიები გაინტერესებთ და საქართველოს გარდა, სწავლა ევროპაშიც გსურთ, მაშინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის უნიკალური შეთავაზება არ უნდა გამოტოვოთ. BTU გაძლევთ შესაძლებლობას, ისწავლოთ საზღვარგარეთ და თანამედროვე სტანდარტების განათლებასთან ერთად, ორმაგი დიპლომი მიიღოთ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა ბაზარზე მართლაც უნიკალური და გამორჩეულია. ის შექმნილია ისე, რომ სტუდენტებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარებიც აითვისონ. ეს კი საშუალებას აძლევს, ტექნოლოგიების ინდუსტრიაში სწრაფად და მარტივად ინტეგრირდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა უპირატესობებთან ერთად, პროგრამა მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებითაც გამოირჩევა.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მესამე სემესტრიდან მეექვსე სემესტრის ჩათვლით, ისარგებლონ მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებით. შეთავაზება მოიცავს როგორც მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამებს, ის საზაფხულო და ზამთრის სკოლებს. სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში.

ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად BTU-ს მიერ შეთავაზებული უნივერსიტეტების სია საკმაოდ დიდია და ევროპის ბევრ ქვეყანას მოიცავს. ესენია:

  • რომის საპიენცას უნივერსიტეტი, იტალია;
  • მესინას უნივერსიტეტი, იტალია;
  • კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი;
  • კორდობას უნივერსიტეტი, ესპანეთი;
  • ვიგოს უნივერსიტეტი, ესპანეთი;
  • კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტი, ესპანეთი;
  • აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
  • ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
  • ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
  • კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
  • კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
  • ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
  • ლუბლინის ეკონომიკისა და ინოვაციების უნივერსიტეტი, პოლონეთი;
  • ტალინის უნივერსიტეტში, ესტონეთი.

გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში.

რას აძლევს სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლა?

  • სწავლა საერთაშორისო სტანდარტებით;
  • კულტურული გაცვლა და მრავალფეროვანი გარემო;
  • საერთაშორისო კონტაქტები;
  • კარიერული განვითარების მეტი პერსპექტივა;

კონკურსის გზით შერჩეული სტუდენტები მათთვის სასურველ პარტნიორ უნივერსიტეტებში გაემგზავრებიან და იქ ისწავლიან. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წინაპირობა: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონა და უცხო ენის ფლობა არანაკლებ B2 დონეზე.

2025-2026 სასწავლო წელს 525 ახალგაზრდა გახდება აღნიშნული პროგრამის სტუდენტი. სწავლის წლიური ღირებულება 2950 ლარია, თუმცა შესაძლებელია სახელმწიფო გრანტის მიღება.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ დაინტერესების ფორმა.

(R)

R

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან