ირაკლი ფავლენიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევაზე - ეს არის კიდევ ერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევა არის კიდევ ერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

ფავლენიშვილის მოსაზრებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევა რუსეთის გავლენებს უკავშირდება.

„ეს არის კიდევ ერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, უფრო მეტი დეტალი ალბათ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ზურაბ პოლოლიკაშვილს შეტანილი აქვს წვლილი იმაში, რომ რუსეთი მისი ორგანიზაციიდან მოხსნილია. ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზიც აუცილებლად ეს იქნება - კრემლიდან წამოსული ინსტრუქცია ქართველის დასჯის თაობაზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც საქართველოს ჰყავს დეფაქტო, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ამ ინსტრუქციებს ასრულებს და საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ თავს კიდევ ერთხელ გვჭრის. როგორ შეიძლება ქართველის ამ საპასუხისმგებლო და პრესტიჟულ თანამდებობაზე დანიშვნას ისევ საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას ხელი შეეშალა?!“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია“.

„სინამდვილეში, ეს ადამიანი დაკავებულია არა თანხის გადახდის ან გადაუხდელობის გამო, არამედ იმის გამო, რომ მან ლეგიტიმაცია არ მიანიჭა, ისედაც არალეგიტიმურ ე.წ. პარლამენტს და სწორედაც, ამ ეროვნული პოლიტიკური აქტის გამო პატიმრობაშია. ის ცალსახად პოლიტიკური პატიმარია“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო